ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ანტივაქსერული კამპანია გადატეხეს.

“საქართველოში მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას.

ჩვენ გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ასევე ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და იმ რეესტრში, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოქალაქეების აქტიურობას ვაქცინის მოთხოვნასთან მიმართებაში”,– ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2–ის ეთერში.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი, ხოლო ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეტაპობრივად ზრდიან მიწოდებას.