ეკა ბესელია კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

მისი თქმით, სწორედ მცხეთა იქნება ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი. უახლოეს პერიოდში კი პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატს. იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, მცხეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონის გუბერნატორი შალვა კერესელიძეა.