“ეკლესიამ დღეს გვითხრა: აჰანდე გამაექანეთ ფუნიკულიორიდანო. ამხელა სიმყრალე გამოჩნდა ეკლესიის, ამდენი გახრწნილი სასულიერო პირი და დღეს საპატრიარქომ სიმართლისათვის მებრძოლი მღვდლები, მამა ათინოგენ მდივანი და მისი თანამებრძოლები სრულიად განკვეთა ეკლესიიდან. ამ სატანური უტიფრობით ეკლესიამ საზოგადოების თავზე მოისაქმა და უთხრა: აი რასაც მინდა ვაკეთებ, გამდის და იმიტომ, აი რას მიზამ? მაინც ჩემი მონა იყავი, ხარ და მონად დარჩები, ჰოდა გამაექანე ფუნიკულიორიდანო”

ასე ეხმიანება თეოლოგი ბასილ კობახიძე მეუფე სტეფანეს მიერ 6 სასულიერო პირის განკვეთას.