საქართველოს უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ეკლესიას ,,არაფერი ახალი არ გადაეცემათ”. ვოლსკი ამბობს, რომ ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მათ ტყეები და მიწების გასანადგურებლად გადაეცათ.
“არაფერი ახალი არ გადაეცემა, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მიმართულება. ახალი არაფერი არ არის, ეკლესია ფლობს გარკვეულ მიწებს. აქ არის სამართლებრივ სისტემაში ცვლილება, ახალი კანონის მიხედვით მოყვანა, რაც ფაქტობრივად არსებობს. ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები ან ტყეები გადაეცეს გასანადგურებლად და გასავერანებლად, რასაც “ნაცმოძრაობა” აკეთებდა წლების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საქართველოში მდებარე ეკლესია-მონასტებთან არსებული 20 ჰექტრამდე მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.