“არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე – როგორც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც. ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და მშენებლობაში ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის უკან არასდროს დაგვიხევია. ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს მხარში დგომა, დახმარება სჭირდება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ”.

ასე გამოეხმაურა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მილიონით გაზრდას.