ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა – მეუფე ნიკოლოზი

“ჩართულია მთელი ეკლესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ათანასე ალექსანდრიელის მიმართ არიოზის მომხრეებს იმდენი მრავალფეროვანი წინააღმდეგობა ჰქონდათ, ფაქტობრივად, ეს არის ამოწურული თემა – დრო თავისთავად ჩააცხრობს ამ ყველაფერს. კარგია, რომ არიოზი არ იცით ვინაა, მან ისეთი შფოთი შეიტანა ეკლესიაში, ისეთი დაპირისპირება სისხლისღვრა იყო და დღეს ალბათ, არავინ იცის, ვინაა არიოზი და მადლობა ღმერთს, რომ არ იცით, რადგან ჩაიარა ამ ამბავმა.

ეს ჭყონდიდის წინააღმდეგობაც ჩაივლის, ცოტა ხანი გავა და ალბათ, სხვა ჟურნალისტი მოვა ჩემთან, რომელსაც არ ეცოდინება, რა მოხდა ჭყონდიდში რამდენიმე წლის წინ. ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები არ ვიცი, რა ვთქვა, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს”

 

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე.