ეკლესია მტრად აცხადებს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს – კობახიძე ჯაღმაიძეზე

“ეკლესია ფაქტობრივად მტრად აცხადებს ეთნიკურად აზრებაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს დმანისში”,- ასე ეხმიანება თეოლოგი ბასილ კობახიძე ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც დმანისს “არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონი” უწოდა.

“არასახარბიელო ეთნიკური ბალანსიაო წერს ეს დებილი ჯაღმაიძე. დმანისის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ის შავბნელი ფსევდოპატრიოტიზმია, რომელსაც მამაოები ანთხევენ მთელს საქართველოში. ბრიყვი შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური კი გუშინ საპატრიარქოს მადლობას უხდიდა კონფლიქტის მოგვარებისათვის”,- აცხადებს ბასილ კობახიძე.