ეკლესიიდან ვირუსი არასდროს გავრცელდება – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ წირვაზე დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, ეკლესიიდან კორონავირუსი არასდროს გავრცელდება.

“მე გამიკვირდა სხვათა შორის, პირბადეები ეკეთა ყველას და მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციის დაცვას, მაგრამ არ ხერხდება ესე მეტრ-ნახევარი იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა, შობაა.

მინდა გითხრათ, რომ საოცრება ხდება ჩვენს ქვეყანაში, აღდგომის წირვიდან მოყოლებული, ესეთი შემთხვევა, ეკლესიიდან გავრცელების არ ყოფილა. ჩვენ ავადმყოფობა ყველამ გავიარეთ, მეც გავიარე სხვათა შორის. რა ვქნათ, ადამიანები ვართ, მაგრამ ის რომ აქედან გავრცელდეს, არ მოხდება ეს არასოდეს”,-ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.