პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ არის.
ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ მას კარგად მიხედავენ.
“საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემა არ მომხდარა დღეს. ეს ტყეები ძველი ტაძრებისთვის იყო გადაცემული. გელათის გარეშემო ტყე უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კორუფციის, ადგილობრივი ჩინოვნიკების ან იმ ადამიანების გამო, რომლებსაც მადა ეხსნებათ, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გელათის გარეშემო ტყეში ვილა ჩადგას. ამიტომ, თუ ეკლესიას და მონასტერს თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო ამ დაკანონება მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია.
ჩვენ სახელმწიფო ვართ დღეს? ნანახი გაქვთ, როგორი ხეების ჩეხვა მიდის, რა ვანდალობა მიდის? ამიტომ მე მირჩევნია, რომ ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს”, – თქვა მან ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.