კორონავსირიის ახალი კლასტერი – თბილისში პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მის ოჯახის წევრებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსი ეკლესიის მრევლს სავარაუდოდ ჯვართამაღლების დღესასწაულზე გადაედოთ. ინფიცირებულია 16 ადამიანი.
მრევლი ამბობს, რომ ვირუსი ეკლესიის მგალობელმა შეიტანა ეკლესიაში, რომელიც ბათუმში პანაშვიდზე იმყოფებოდა.
სანზონაში მდებარე მცირე ზომის ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია. ინფიცირებულები კლინიკებში არიან გადაყვანილნი.