ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, კორონავირუსის საქართველო ღვთის მადლით გადაურჩა, თუმცა კარგი იქნებოდა მსოფლიოც გადარჩენილიყო.
“სავსე იყო ჩვენი ეკლესიები, ყველგან მოიმატა, ჰო? ჩემთან, დიდ ტაძარში ვწირავ ხოლმე, ათასზე მეტი ადამიანი ეზიარებით ყოველ წირვაზე, ხო? სად იყო ძველად ასე. იმდენი იძახეს კლესიაზე ძვირი მთელ მსოფლიოში, ხედავთ, რა მოხდა, ღვთის მადლით საქართველო გადარჩა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენილიყო მაგ იმას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს”,– თქვა მეუფემ.
მანვე აღნიშნა, რომ რომ არა ღმერთის მფარველობა, კორონავირუსს საქართველო ვერ გადაურჩებოდა, ჩვენს ექიმებზე ძლიერი ექიმები კი საზღვარგარეთ ჰყავთ.
“ბედნიერი ერი ვართ, რომ მთლიანად სახელმწიფონ, ყველა ადამიანმა, რა თქმა უნდა, დედა ეკლესიის წინამძღოლობით ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები გავხდით, თორემ ჩვენს ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ არიან საზღვარგარეთ? რას აკეთებენ, ჰო? თუ არა ღმერთი, ვერავინ ვერ დაგიფარავს”,– თქვა მეუფე იაკობმა.
მან პირბადეების სავალდებულო ტარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ამით თავს კორონავირუსისგან დაიცავენ, თუმცა მათ შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეექმნათ, თანაც “სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა”.
“გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში, რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მომავალ წელს ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს. მარტო ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა, ვერც სახლში ჩაკეტვით”,– განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა ჯუგაანის ძელიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.