ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრითმ, ეკოლოგისტებს რომ ქვეყანა დაუთმო, არაფერი აშენდება და ეკონომიკა არ იარსებებს.
ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხი განიხილება.
“სად არის ბატონი ზვიადი ტომარძე. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, რადგან თავის პროდუქციას მხარს უჭერს და გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, პასტას, რომელსაც მე და შენ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა.
მე არ ვარ იმის მომხრე, აპრიორი უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს [ჰესი]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება. დღეს 50- მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და არ გვყოფნის”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.