„საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ… ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი – გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება…“ოცნებამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. „ოცნების“ მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!“

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარია რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.