საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
მისი თქმით, დახმარება მიმართული იქნება კომპანიების და წარმოებების შესანარჩუნებლად .
,,გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები”,- განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ეკონომიკის შესაძლებლობების გამოყენება.
,,ჩვენ იძულებული ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ, ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები ჩვენი ეკონომიკის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს.” – აღნიშნა პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, პრემიერის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.