“ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10.5 პროცენტია.

ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში”

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.