მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის №222 დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა ეკონომიკურ საქმიანობებთან ერთად, ასევე დაშვებული იქნება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს დაემატა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტიც.
ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები: 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია, 2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); 7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); 8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; 11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა); 15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 16. IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად); 18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები; 20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); 21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; 22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად); 24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 32. ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად). 34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.