“”ელგებედე” ხალხთან პრეტენზია არ მაქვს, დროშა ჩამოვაგდეთ”- Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევაში ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს ძალადობრივ აქციაში მისი მონაწილეობის მიზეზი “ელგებედე” ადამიანების მიმართ პირადი პოზიციის დაფიქსირება იყო.
“უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა “ელგებედე” ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ, უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული. მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე რომ ავედი, ინერციით, კადრებშიც ჩანს, დავეჯახე “სტეკლოს” და ხელი გადამეჭრა. შევედით, “კუხნა” იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას. იქიდან რომ ვერ გამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის.არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტი არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ “ელგებედესი” და ქართული დროშა ავაფრიალეთ. რაც ზარალი მივაყენეთ, ვთვლი, რომ უნდა ავანაზღაუროთ. მე არ ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შეჭრას. თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებთ მაგ იმას, რა ვიცი. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ”, -აცხადებს ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი.