გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების დირექტორი აღარ არის. ის სავარაუდოდ სამეურვეო საბჭომ გადააყენა. ISFED ამ დრომდე არ გაუკეთებია საჯარო განცხადება, თუმცა ხვალ გაიმართება ბორდის პრესკონფერენცია, სადაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სამართლიანი არჩევნები სკანდალში გაეხვა. მათ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8% იყო.
ISFED–მა განაცხადა, რომ ცდომილება შიდა აუდიტის ჩატარების შემდეგ გამოიკვეთა.