“ელენე ხოშტარიას შიმშილობის მოთხოვნის საფუძველი უკვე აღარ არსებობს. სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში, რაც ტრაგიკომედიაა, მაგრამ ჩვენთვის არის პოზიტიური ინფორმაცია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია. ის იღებს ისეთ დანამატებს, კვების ისეთ რაციონს, რომელიც არ ემუქრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას”
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-5 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.