ელენე ხოშტარია განმარტავს, რატომ ერიცხება რუსეთიდან ფული მისი ოჯახის წევრს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეიმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან, ჯამში 150 ათას დოლარამდე აქვს მიღებული, ათობით ათასი დოლარის და მილიონობით რუბლის სახით.

ელენე ხოშტარიამ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა და თანხის გადმორიცხვა არ უარყო:

“ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო:

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“.– წერს ელენე ხოშტარია.