ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს“, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
„ ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება“,-აცხადებს ხოშტარია.
„გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,-აცხადებს დეკანოიძე.