ტვ პირველის ინფორმაციით, ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს. ის ამ ინფორმაციას არ უარყოფს და ამბობს, რომ დღეს, 15:00 საათზე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.
ინფორმაციას არ უარყოფენ პარტიაშიც. ლევან თარხნიშვილის თქმით, ხოშტარიას მაგივრად არ ისაუბრებს.
“ქალბატონ ელენეს დავუტოვებ ამაზე განცხადების გაკეთებას. ნამდვილად არ მჩვევია, ვიღაცის მაგივრად განცხადების გაკეთება. ის თვითონ განაცხადებს და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ შემდეგ კომენტარს”,– ამბობს თარხნიშვილი.
ტვ პირველის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია ახალ პარტიას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გააკეთებს.