„დღეს მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა, რაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო მჭიდროდ დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, დათქმებთან დაკავშირებითაც გაკეთდა დღეს განცხადებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თორმეტივე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რათა რაც შეიძლება მალე, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს “
ასე ეხმაურება, თბილისის მერი კახა კალაძე, “ქართული ოცნების” ინიციატივას რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ.