ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდრებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა, რომ ხანძარი, სასაწყობე ფართში გაჩნდა და დაახლოებით, 1 000 – 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა”, – ამბობს კერესელიძე.