პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.
“ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად სერიოზული მზაობა აქვს ქართულ ოცნებას, რომ იმ მოლაპარაკების პუნქტებზე დათმოს. 4 საკითხია იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური ცვლილება.
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი გეზი გვაქვს, თუ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვუშვით, საარჩევნო ცვლილებების პაკეტი ხელში გვეჭირა, არ უნდა შევიდეთ? დანარჩენებიც არ უნდა შევიდნენ? ამიტომ ამ რაღაც საბავშვო ბაღს უნდა მორჩეს ოპოზიცია და სერიოზულად მოეკიდოს საკითხებს”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.