ელისაშვილი: ვინც გვლანძღავდა, უკან დაჯდა, წინ დამსხდრები თვალს ვერ გაგვისწორებდნენ

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ოპოზიციონერები, ვინც მას ლანძღავნდნენ, პარლამენტის დარბაზში უკან დასხდნენ, რადგან თვალს ვერ გაუსწორებდნენ.

“იცით, რომ თებერვლის დასაწყისში შემოვედით მე და ლევან იოსელიანი, დღეს 27 აპრილია. ამ ხნის განმავლობაში, ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება, ძალიან ბევრი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ აქ შემოვედით. ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი. გარეთ რომ არიან, იმათაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმათ სრულად.

ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცოდით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მეორეც, იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს დღე მოვიდოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე, რომ მომხდარიყო ეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კი ბატონო, წარსულზე არ ვილაპარაკოთ, წინ ვიყუროთ. მაგრამ ერთი რამ, რაც გამიხარდა, ის ზოგ-ზოგიერთი, რომელიც გაშმაგებული გვლანძღავდა ამ დღეების განმავლობაში, უკან რომ დაჯდა, კარგია. ესე იგი, ჰქონიათ მათ რაღაც ადამიანური. წინ რომ დამჯდარიყვნენ, თვალს ვერ გავისწორებდნენ და იმიტომ. არავისთვის საქმის გასარჩევად და საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით. წინ ვიყუროთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ”, — თქვა ელისაშვილმა.

დღეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.