გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს.
მისი თქმით, გირჩი პარლამენტს გარეთ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დარჩება.
“მცდელობა, რომ ალეკო ელისაშვილი ჩემს ერთადერთ პარტნიორად გამოაცხადოთ, არ გამოვა, თუ ერთი პარტნიორი უნდა ავირჩიო, ასეთი არ არის ელისაშვილი, ასეთი არის ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილი აპირებს, მარტოც შევიდეს სპარლამენტში, მთავარი გამიჯვნა ჩვენს შორის იქნება ეს ფაქტი – ის იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.