პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არ ესმის, როგორ უნდა გაჩერდეს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში.
“ხელისუფლება, ფაქტობრივად, გაშიშვლდა. ის ისედაც სტერილური იყო და ეს თვითიზოლაციის პროცესი დასრულდა. ელისაშვილი როგორ უნდა გაჩერდეს იმ პარლამენტში, ჩემთვის გაუგებარია. ინჯიაზე არ ვლაპარაკობ ახლა, საერთოდ გაუგებრობაა პოსტ ფაქტუმ შექმნილი პარტია, მაგრამ ელისაშვილი რანაირად უნდა გაჩერდეს? მოცემულობა ისეთია. თუმცა ელისაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძლება ძალიან ამაყი სახითაც თქვას, რომ ამ ქვეყანაში მე ვარ ოპოზიციონერი და მე ვავსებ სამყაროსო, მისგან აღარ გამიკვირდება არაფერი”,– ამბობს ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიჭრნენ და ნიკა მელია დააკავეს. მათ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და შენობაში დააზიანეს ინვენტარი. ასევე, ამოიღეს სერვერები “მიმდინარე გამოძიებისთვის”.