ელისაშვილი: სასაცილო იქნება, თუკი მელია ჩააფრინდება საკნის კარს და იტყვის, არ გამოვალო

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით,  სასაცილო იქნება, თუ ნიკა მელია “ჩააფრინდება საკნის კარს” და არ გამოვა.

“მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იძახდა გირაოს არ გადავიხდიო და ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ხვდება, რომ უნდა გამოვიდეს, სანამ უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არა, არ გამოვალ, არაფრის ფასადო.

ადგეს და მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება და გამოვიდეს, არ მგონია, რომ ამის გამო ვინმემ დასცინოს. სასაცილო მაშინ იქნება, თუკი ჩააფრინდება იმ საკნის კარს და დაიწყებს ლაპარაკს, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და გირაო გადაუხადოს ევროკავშირმა სულაც არ იქნება არც ღირსება შელახული და სასაცილო მდგომარეობაში, ჩემი აზრით”,- აცხადებს ელისაშვილი.