“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დაიტანჯა იმაზე ფიქრით, ვინც შევა პარლამენტში და ვინ არა.
“მე მოვუწოდებდი გირჩს და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდათ, გაბედონ რა! თქვან, რომ შემოვლენ და ამ საკითხებზე იმუშავებენ. მე მიმაჩნია, რომ უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო მათი მხრიდან და ყველას მხრიდან, ვისაც შემოსვლა უნდა. უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ – არა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც დგას საშინელი პრობლემების წინაშე. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე”,– აცხადებს ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე მტკიცებით, ის და ლევან იოსელიანი 2 დეპუტატზე გაცილებით მეტის საქმეს აკეთებენ.
“ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, მაგრამ 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც. საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ თუ არა?! უბრალოდ ოდირის დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას, თორემ მართლა გაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმაა ინიცირებული პარლამენტში”,– აღნიშნა ელისაშვილმა.