პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას “ჩაწიკწიკებულ” საარჩევნო რეფორმას ახვედრებენ.
“შარლ მიშელს ჩავეხუტებოდი კორონა რომ არ იყოს. ოპოზიციას ჩაკწიკწიკებულ და გაწიკწიკებულ საარჩევნო რეფორმას ვახვედრებთ.
ვინც ამბობს, რომ მელიას და რურუას გათავისუფლების მექანიზმები არის გაუგებარი ან წერა-კითხვა არ იცის, ან თავს იშტერებს. იქ წერია როგორ უნდა გათავისუფლდნენ, თან უახლოეს მომავალში.
მარტო ამნისტიაზე ხომ არ წერია, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე წერია, საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ გამზადებული გვაქვს და გაწიკწიკებული გვაქვს, ზოგიერთის და ბევრის გასაგონად მინდა ვთქვა, გაწიკწიკებული რეფორმა არის, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებთ. ჩვენ დავახვედრეთ, ჩვენ პარტია “მოქალაქეებმა”, ლევან იოსელიანმა უფრო კონკრეტულად ვიტყვი და შალვა პაპუაშვილმა ჩააწიკწიკეს, გააწიკწიკეს და გამზადებული ხვდება დანარჩენ ოპოზიციას,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2–თან საუბრისას.