“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს ნიკა მელიას განცხადებები.
“ნიკა მელიას დირექტივები და რაღაც ციხეში დაწერილი აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ, ჩვენი პარტია და სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან გაზეთ პრავდაში რა დირექტივებს აქვეყნებს”,– ამბობს ელისაშვილი.
გუშინ ნიკა მელიამ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ თუ ქართული ოცნება ამნისტიის კანონს გაითხოვს, ის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდება.