„ალეკო ელისაშვილი – ეს ცნობილი პოლიტიკური და ფიზიკური აკრობატი, სალომე ზურაბიშვილს იწვევს არჩევნებში, რათა თბილისის მერი გახდეს. სალომე ზურაბიშვილს სხვა იდეა აქვს. მას აქვს ქარტია და უნდა, რომ წარმოადგინოს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მისი თქმით, ევროპისკენ წაუძღვება საქართველოს და ეს გზა უნდა გაიაროს დაპირისპირებებსა და სისხლის ღვრაში. ეს არის მისი იდეა და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეუერთდა. ალეკო ელისაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესს გაემიჯნოს და ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაარქვას იმას, რასაც თვითონ ქადაგებს, მაგრამ მიზანი ხომ ყველასი ერთია? ყველამ დაინახა, რომ არცერთი ლოზუნგი, რასაც „რევოლუციური საბოლოო მიზანი“ ჰქვია, არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, რომ ამას არჩევნებში ჩართვით მოახერხებს, ზოგი კი საბოტაჟით. ეს პოლიტიკური ფაფხურის იმდენად დაბალი დონეა, რომ ამაზე ძნელია სიღრმისეული ანალიზი გააკეთო. ფაქტია, რომ ოპოზიცია აჭრილია და ცდილობენ, თავისი რიგები შეამჭიდროონ. მთავარ მიზანს არც ერთი თმობს და არც მეორე. ალეკო ელისაშვილმა რა თქვა და სალომე ზურაბიშვილმა რა უპასუხა ეს მცირე შეკამათებებია იმ დიდ სცენარში, რომელიც დიდი ხანია ჩვენ თვალწინ ვითარდება. შიგნით რაღაც გარკვეული გადაძახილები არის ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“,
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.