“3 ლარს გადასცდა უკვე ლიტრი ბენზინის ფასი. ძვირფასო ქართულო ოცნებავ, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი. იქნებ კეთილი ინებოთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ, ან ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს. ცოტა დედამიწაზე დაეშვან. გასაგებია, ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან იქნება ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, ისე ვიჭერთ წელზე ქამარს, ლამის გაწყდეს წელში ხალხი. დაუყოვნებლივ არის ნაბიჯები გადასადგმელი”

 

აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.