“ელისაშვილმა უარი თქვა მე-2 ტურზე მხოლოდ იმიტომ, რომ გადახვეწილმა ოპოზიციის fake ლიდერმა ასე მოისურვა”- ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი მეორე ტურზე უარს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“აბსოლუტურად გაუგებარია, სულ ახლახანს შექმნილი პოლიტიკური პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის fake ლიდერმა ასე მოისურვა. როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ და სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ და მიშას მოკავშირედ ხარ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ამომრჩევლისთვის, იწვევს გაკვირვებას”, -განაცხადა წულუკიანმა.