ელისაშვილს პატიმრობა 4 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა. ალეკო ელისაშვილს  სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის  „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.