ელისაშვილ-იოსელიანს ჭიკარტები ხომ არ დავუდოთ პარლამენტში სკამებზე? – ოქრუაშვილი

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მოქალაქეების წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას ეხმიანება.

“ელისაშვილ-იოსელიანს ჭიკარტები ხომ არ დავუდოთ პარლამენტში სკამებზე?”,– წერს ოქრუაშვილი Facebook–ზე.

“თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს პარლამენტის სხდომაზე. გუშინ ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. დღეს კი, ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.