“არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა მარტივი და ყველა სხვა ადგილზე, არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები.

უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან, ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას, ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე სატუსაღოში ყოველწუთიერად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. მიუხედავადა ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

პ.ს. ყველა ჭორი, რომელსაც ახლა ყველა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის”

წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ციხიდან მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა.