ელჩების განცხადებები რეალობასთან ახლოს არაა – სუბარი მოსამართლეების დანიშვნაზე

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ეხმიანება აშშ-ს და ევროკავშირის ელჩის მოწოდებებს, შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

სუბარის შეფასებით, ელჩების განცხადებები რეალობასთან არ არის ახლოს.

“ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მართლა რეალობასთან არ არის ახლოს. იმიტომ რომ მთავრობამ შეასრულა ყველა დაპირება, რომელიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, უფრო მეტიც კი გავაკეთეთ. ჩვენ გავაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს ნიშნავს რომ ჩვენ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და საქმეების განხილვა სასამართლოებში”,– ამბობს სუბარი.

ცნობისთვის, ელჩები და ოპოზიცია მოუწოდებს მმართველ ძალას, შეაჩერონ მოსამარლეთა დანიშვნის პროცესი და შეასრულონ შარლ მიშელის შეთანხმება.