“ელჩებს ვთხოვოთ დააფიქსირონ პოზიცია, რა იყო ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსი“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღასრულებელი მდივანი, ირაკლი კობაზიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების  მონაწილე  ელჩებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შეთანხმების საგანი პატიმრების გათავისუფლება.

„ჩვენ იძულებულები ვიყავით დღეს დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში, ელჩების თანდასწრებით, ვერცერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლო, პროკურატურის და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ახლა ველოდებით პასუხს, რაში იყო საქმე. ეს არის ჩვენი თხოვნის არსი. ჩვენ გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა იყო შეთანხმების შინაარსი“- განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კობაზიძის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაიშლება, პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.