“ელჩის გაწვევა ფიზიკურ წასვლას არ გულისხმობს დიპლომატიური ჟესტია”- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოში უკარინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ელჩის გაწვევა ფიზიკურ წასვლას კიარ გულისხმობს აუცილებლად, ეს არის დიპლომატიური ჟესტი, ახლა უკრაინაში ომია, შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ელჩის გაწვევისას ის ფიზიკურად წასულიყო, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე არის პროტესტი, რომ რასაც აკეთებ ჩვენი ურთიერთობიდან იმდენად დიდი გადახვევა არის, რომ დროებით ელჩს ვთიშავ დიპლომატიური პროცესებიდან, ნორმალურ პირობებში ელჩი შესაძლოა ფიზიკურად წასულიყო, ამ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომია საერთოდ არაფერ შუაშია ფიზიკურად გასვლა ქვეყნიდან და უკრაინაში დაბრუნება, ეს არ ცვლის დიპლომატიურ ენაში იმას, რაც მოხდა.” – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1 მარტს გაიწვია.