“ზელენსკი არის პიროვნება, რომელიც დღეს განსაზღვრავს დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგს.

შესაბამისად, მისი მხრიდან ელჩის გაწვევა არის იმის წინაპირობა, რომ მთლიანად დასავლეთმა გაყინოს საქართველოსთან ურთიერთობა.

შედეგად, უსაფრთხოების სახელით გატარებული სამარცხვინო პოლიტიკის გამო ჩვენ შეიძლება დავკარგოთ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ აღმოვჩნდეთ სრულიად დაუცველები.

ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ უმძიმეს შეცდომებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მხარის ნებაყოფლობით ან იძულებით ჩამოშორება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე.