“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და მის გასაშვებად იქ, სადაც არჩევნებამდე იყო. ასე ნელ-ნელა გვაპარებენ, მაგრამ კარგია, მე მივესალმები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება და ამას გვაჩვევენ, ჩემი აზრით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის საგზალი ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადება არის განკუთვნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სტრასბურგში პირობითად, სადაც თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ევროპული ღირებულებების მიმდევარი და ერთგული მთავრობა გვყავს”

ამბობს პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.