გულწრფელად გეტყვით, როცა ეს წავიკითხე, ემოციურად მეც საკმაოდ ავღელდი. მართლაც გამაოგნებელია, რა ძალები და როგორ ებრძვიან საქართველოს, ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს. რას ერჩის ეს ძალა საქართველოს? მხოლოდ იმას, რომ აქ მეორე ფრონტი არ გაიხსნა და იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართველი ხალხის გარდა, არავის მორჩილი არაა. ამის გამო, ეს ადამიანები ჩვენ დაშანტაჟებას ხან სანქციებით ცდილობენ, ახლა კი უკვე სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე გადავიდნენ.