“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, “ენას კბილი დააჭიროს”.
“ოჯახის წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ვცემ მე ასეთ მოცემულობას პატივს, სანამ ადამიანი ყველა ძარღვს არ გაიწყვეტს. დღეს ზის პარლამენტში და მეუბნება, გირაო უნდა გადავიხადო და ამავე დროს 2 კვირის წინ მეუბნება პარლამენტში უნდა შემოსულიყავიო. ენას კბილი დააჭირე და აღიარე, რომ ხარ მარიონეტი ქართული ოცნების ხელში. ხარ მარიონეტი, მორჩა და გათავდა”,– ამბობს მელია.
მისივე თქმით, პარლამენტში რომ შესულიყო, დღეს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდნენ, რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე მიუთითებს.