ენგელსის ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად მართვის პუნქტი განადგურდა – რუსლან შავაძე

ენგელსის ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად მართვის პუნქტი განადგურდა – ინფორმაციას ამის შესხაებ, საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე ავრცელებს.
”ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ავიაბაზის მართვის პუნქტი განადგურდა.
გავრცელებულო ინფორმაციით დაიღუპა სამი რუსი სამხედრო, აღნიშნული ავიაბაზა არის ენგელსი 1-ის სათადარიგო ავიაბაზა ენგელის 2 (უკრაინის საზღვიდან 800 კილომტრში მდეობარეობს)სადაც ოკუპანტებმა გადაიტანეს სტრატეგიული ბომბდამშენები(Tu-160, Tu-95, Tu-22) მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსული სტრატეგიული ავიაპარკი მნიშვნელოვნად დააზიანა, სწორედ აღნიშნული მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებით ბომბადვნენ უკრაინის ქალაქებს სხვადახვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტებით(Kh-101/102, Kh-55/555, Kh-22, Kh-59)
მედიის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა 2 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი რუსულმა საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო, მეორე კი მიზანში მოხვდა.უცნობია დაბომბვის შედეგად რა სახის სტრატეგიული ბომბდამშენები დაზიანდა, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის განცხადებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი სატელიტური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები რის შედეგად გავიგებთ ზუსტ ინფორმაციას რუსული ავიაციის დანაკარგების შესახებ”. – აცხადებს რუსლან შავაძე.