ენგელსში რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომთან ახალი აფეთქებები მოხდა

რუსული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, იუწყება აფეთქებებზე რუსეთში, ქალაქ ენგელსის აეროდრომთან (სარატოვის ოლქი), სადაც  შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ავიაცია ბაზირებული, რომელიც უკრაინას საკრუიზო რაკეტებით ბომბავს.

პოპულარულ ტელეგრამის არხ ბაზაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სირენების ხმაც ისმის.

ენგელსის აეროდრომი, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებადი უახლოესი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრშია, 5 დეკემბერს უკვე დაექვემდებარა უკრაინის თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ეს დარტყმა განხორციელდა უპილოტო მანქანების აპარატებით, თუმცა ეს ვერსია საეჭვო იყო. უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვეულებისამებრ, როგორც ეს  რუსეთის ჯარების ღრმა ზურგში დივერსიის შემთხვევაში ხდება ხოლმე, პირდაპირ არ აღიარა მათი მონაწილეობა.

დღეს სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომელიც ქალაქ ენგელსსაც ხელმძღვანელობს, ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ : “ინფორმაციას სამხედრო ობიექტში მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ”

ის წერს, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში არანაირი საგანგებო სიტუაციები არ მომხდარა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და კონკრეტულად აღნიშნავს: „ყველა ამბავი ქალაქიდან ევაკუაციის შესახებ უხეში სიცრუეა, შექმნილი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  ენგელსის აეროდრომთან  უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი–იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თვითმფრინავები ნამსხვრევების ჩამოვარდნისას არ დაშავებულან.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. უკრაინულ მხარეს ჯერ არაფერი უთქვამს ენგელსის აეროდრომზე თავდასხმის შესახებ.

თუმცა ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაბაზაზე შეტევის შედეგად 3 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.