ენგურის ტრაგედიის გამო 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

7 აპრილს ენგურის გადმოკვეთისას გარდაცვლილი 4 მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ოკუპირებული გალის ერთი ოჯახის 3 წევრი და ერთი გამცილებელი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც დაიღუპნენ.