ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები არიან. ისინი ამჟამად ისინი სოფელ საბირიოში იმყოფებიან.

გუშინ, 10 სექტემბერს ენგურჰესის 3 თანამშრომელს დაუდასტურდა.