მისი მდგომარეობა შეესაბამება 50 დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას. ის ენდობა და ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს – აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე, ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის ჯამმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“მისი მდგომარეობა შეესაბამება 50 დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას. ექიმები თავდაუღალავად შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, ჩემი თვალით ვნახე როგორ შრომობენ თავდადებით, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს და შემდეგ დაგეგმონ თერაპია.
არის თუ არა საქართველოში შესაძლებლი სრულფასოვანი როგორც შეფასება, ასევე მკურნალობის დაგეგმვა, ამასაც ძალიან მალე გავიგებთ. ბატონი პრეზიდენტი, მისი ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ სიღრმისეულ კვლევებს….
მისი განწყობა ახლა არის პირობის შესაბამისად. მან თქვა, რომ დაიწყებდა შესაბამის გარემოში კვების აღდგენას. კვების აღდგენა ძალიან რთული და საშიში პროცესია, ამიტომ ის ენდობა და ემორჩილება ამ ეტაპზე ექიმების რეკომენდაციებს და რჩევებს” ამბობს ჩალაძე.